13 ოქტომბერს, ქ.
ხობის საგანმანათლებლო რესურცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა მეგობრულ-ინტელექტუალური შეჯიბრი - “რა? სად? როდის?“ (სსიპ ხობის # 1 და # 2 საჯარო სკოლებს შორის). წინასწარ შემუშავდა დებულება და გადაეგზავნა სკოლებს, რომლის საშუალებითაც, მათ
მიიღეს ინფორმაცია ინტელექტუალური შეჯიბრის
წესების შესახებ. თამაში ჩატარდა ხობის
საგანმანათლებლო რესურცენტრში. თითოეულმა სკოლამ წარმოადგინა ორი გუნდი - ორ ასაკობრივ კატეგორიაში: VII-IX და X-XII
კლასის ბაზაზე.
- თამაშის ფორმატი - ინტელექტუალური შეჯიბრი წარმოადგენდა “რა? სად? როდის?“ სატელევიზიო და სპორტული ვერსიის ნაზავს, იყო ინდივიდუალური შტრიხებიც (ხელმძღვანელი - შორენა კორშია).
- თამაშის პირველ ეტაპზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ზედა ასაკობრივი კატეგორიის (X-XII კლასის) მოსწავლეები; გამარჯვება მოიპოვა ხობის # 2 საჯარო სკოლის გუნდმა. 24 კითხვიდან მათ შეძლეს 15 ქულის მოპოვება (შედეგი 15:11). ორივე გუნდის წევრები, ხობის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა ქ-ნმა ბეატრისა რუსიამ, დაჯილდოვა სიგელებით - გამარჯვებისა და აქტიური მონაწილეობისათვის; გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი.
- თამაშის მეორე ეტაპზე ერთმანეთს შეეჯიბრნენ ქვედა ასაკობრივი კატეგორიის VII-IX კლასის მოსწავლეები. გამარჯვება, ამჯერად, მოიპოვა ხობის # 1 საჯარო სკოლის გუნდმა. 24 კითხვიდან მათ შეძლეს 13 ქულის მოპოვება (შედეგი 13:10). ორივე გუნდის წევრები ხობის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა დააჯილდოვა სიგელებით - გამარჯვებისა და აქტიური მონაწილეობისათვის; სიგელები ასევე გადაეცათ გუნდის ხელმძღვანელ პედაგოგებსაც (შორენა ჯაბურია და ნინო ესებუა).
- ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს! მათ საკმაოდ კარგი თამაში უჩვენეს. მადლობა ჟიურის წევრებს თანამშრომლობისათვის (თორსისა და პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგებს: ნინო ცხადაიას და ლალი დვალიძეს).
- მსგავსი ტიპის ინტელექტუალური შეჯიბრი გაგრძელდება - თვეში ერთხელ და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქ. ხობის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
- პროექტის მიზანია: მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება; ინტელექტუალური თამაშების ფართოდ დანერგვა, შემდგომ განვითარება და პოპულარიზაცია; ხობის მოსწავლე ახალგაზრდობაში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება; მოსწავლეთა მომზადება ინტელექტუალთა შეჯიბრებებისა და სხვადასხვა სატელევიზიო ინტელექტუალური თამაშებისათვის. მოსწავლე ახალგაზრდობის დამეგობრება.
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის facebook- გვერდზე (ალბომი - “რა? სად? როდის?“