ერთი საინტერესო
დღე ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში... 2017 წლის 20
ივლისს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შედგა საინტერესო შეხვედრა - 2016 წლის 29 წარჩინებულ კურსდამთავრებულს საზეიმოდ გადაეცა
ოქროსა და ვერცხლის მედლები, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამის
წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები. ოქროსა და ვერცხლის
მედალოსნებს, საქველმოქმედო ფონდ - ,,ხობმა“
გადასცა წიგნები - 380 ქართული ხალხური სიმღერა, ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით, რომელიც 16 კომპაქტ - დისკს მოიცავს და წიგნი - ,,ქართული ხალხური პოეზია“. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ოქროს მედალოსანი
პედაგოგები: ნაზიბროლა ბაჩილავა და ნარგიზა
მიქაძე. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა - პასუხის რეჟიმში. ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებამ, საინტერესო სჯა - ბაასმა განწყობა აუმაღლა დამსწრე
საზოგადოებას.