2017-04-13

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი, ინტელექტუალური ღონისძიება

13 აპრილს, . ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური ღონისძიება - ,,ყველაზე ჭკვიანი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის 27 სკოლის პირველკლასელმა (30 მოსწავლე). კონკურსის მონაწილე მოსწავლეები გამოვლინდნენ შიდა სასკოლო ტესტირებითშეჯიბრი დაიყო სამ ტურად, თამაშის წესები მაქსიმალურად იყო გამარტივებული და მორგებული მოსწავლეთა ასაკობრივ შესაძლებლობებს. 
თამაშის მეორე ტურში 15 მოსწავლე გადავიდა, ფინალურ ტურში კი - 8 საუკეთესო მოსწავლე, საბოლოოდ, გამარჯვებულთა ადგილები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი - ნიკოლოზ ლომთაძე (ქვალონის #1 საჯარო სკოლა, პედაგოგი - ია ანდღულაძე);
მეორე ადგილი - ნიკოლოზ ბუკია (პირველი მაისის საჯარო სკოლა, პედაგოგი - ბელა ლაგვილავა);
მესამე ადგილი - ზუკა გვაჯაია (ხამისკურის საჯარო სკოლა,პედაგოგი - თამრიკო ვეკუა).
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ I, II და III ხარისხის დიპლომებით, სიგელები გადაეცათ მათ პედაგოგებს და მშობლებსაც. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით და საგანმანათლებლო ლიტერატურით, შთამბეჭდავი თამაშისთვის დაჯილდოვდა, ასევე, გეორგი გრიგალაშვილი (ახალსოფლის საჯარო სკოლა);
თამაშის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი და ფასიანი საჩუქრები; ტურებს შორის გამართულ სახალისო ,,იღბლიან თამაშშიგაიმარჯვა - ზურაბ აბაკელიამ (ქარიატის საჯარო სკოლა), რომელსაც გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
 დეტალურად:
• ,,ყველაზე ჭკვიანისმონაწილე მოსწავლეები: ლიზი გაბელაია, ელენე გულუა, ირაკლი ქობელაშვილი, მარიამ ლატარია, გაბრიელ ყვავაძე, ქეთი ქარდავა, ციალა ახალაია, გიორგი გელოვანი, მიხეილ სახურია, ზუკა გვაჯაია, მია ალექსანდრია, ანი ხვიჩია, სალინა ყორშია, მარიამ მატარაძე, მარიამ დარჩიძე, სესილი კვარაცხელია, ნიკოლოზ ლომთაძე, ზურაბ აბაკელია, ნინი შამათავა, ანანო ნაკაშია, გია ალექსანდრია, ნიკოლოზ ბუკია, მარიამ კოკაია, ლუკა ქარცხია, თეკლე ჭითანავა, გიორგი ვეკუა, ლუკა გოგია, გეორგი გრიგალაშვილი, ანდრეა კუკავა, კობა თუთბერიძე.
თამაშის დასაწყისში ჩამორიგებული ფერადი ბარათებით შეარჩიეს ჟიურის წევრი პედაგოგები: ლუიზა ფირცხელავა, ბელა ლაგვილავა, ლიანა წოწერია.
მეორე ტურში გადასვლა შეძლო 15-მა მოსწავლემ: ლიზი გაბლაიამ, ნიკოლოზ ლომთაძემ, ელენე გულუამ, ქეთი ქარდავამ, ზუკა გვაჯაიამ, ნიკოლოზ ბუკიამ, გაბრიელ ყვავაძემ, ანი ხვიჩიამ, ლუკა ქარცხიამ, გეორგი გრიგალაშვილმა, თეკლე ჭითანავამ, ლუკა გოგიამ, ანდრეა კუკავამ, ქეთი ქარდავამ, ზურაბ აბაკელიამ და გიორგი ვეკუამ. 
 ფინალურ ტურში გადავიდა 8 მოსწავლე (მათგან გამოვლინდა 3 გამარჯვებული): 
1. ნიკოლოზ ლომთაძე 
 2. ნიკოლოზ ბუკია
3. ზუკა გვაჯაია
4. ანი ხვიჩია
5. გეორგი გრიგალაშვილი
6. ლიზი გაბლაია
7. ელენე გულუა
8. ზურაბ აბაკელია

ღონისძიების მიზანი იყო: მოსწავლეთა მოტივაციისა და ზოგადი განათლების ამაღლება, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისება.


იხ. ბმული:
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის facebook- გვერდზე  - ყველაზე ჭკვიანი