პირველ ივნისს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ჩატარადა ღონისძიება - ,,ყვავილების მეჯლისი“, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის
საერთაშორისო დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო
სკოლებმა და კერძო სკოლამ.
ღია ცის ქვეშ, ჭადრების ხეივანში, სკოლებმა წარმოადგინეს - ქორეოგრაფიული და სასიმღერო ნომრები, წაიკითხეს ლექსები, რითაც
სიხალისე შემატეს პირველი ივნისის დღესასწაულს.