2016-09-14

"სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესი"

სასკოლო სპორტული ოლიმპიადისპროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდების მიერ მომზადებული საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაციები გაიმართა თემაზე - "სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესი".  ჟიურის წევრად, მიწვეული იყო  ხობის საგანმანათელობლო რესურსცენტრის უფროსი 
ქ-ნი ბეატრისა რუსია.
სპეციალურმა ჟიურიმ, ერთხმად კონკურსში გამარჯვებულად მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლა დააასახელა. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის პირველობაზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდება. „სასკოლო სპორტული ოლიმპიადაქვეყნის მასშტაბით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
იხ. ბმული:

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის facebook- გვერდზე  - "სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესი"
ან: