2017-05-20

მხიარული წუთები...

ჩემს გულთბილ მილოცვას გიძღვნით მე-12 კლასელებო! რამეთუ, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი დღეს...  სიხარულთან და ცრემლთან არის დაკავშირებული ბოლო ზარი... ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს.
    ვინ იცის თქვენი დაუვიწყარი ცქვიტი ბავშვობა, ცელქობა? მხოლოდ სკოლის კედლებმა და უდარდელმა წუთებმა...

    სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია, მასწავლებელი - მოძღვარი... აქედან იწყება თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შეცნობა, კულტურა, ზნეობა...
    საფუძვლიანი განათლება ქვეყნის სიმტკიცეა და ერთიანობის საწინდარი! მისია, რომელიც მასწავლებელს ღვთისა და ერის წინაშე აქვს, განუზომელია... ამიტომ, უპირველსად, მადლობას გიხდით, ძვირფასო მასწავლებლებო! მათი დაფრთიანება თქვენი შედეგია, წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ზრდით ნიჭიერ ახალგაზრდებს. დიდია თქვენი როლი მოსწავლეთა ხასიათის გამოწრთობაში, მათი სულიერი და ზნეობრივი სამყაროს ჩამოყალიბებაში. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, გისურვებთ მხნეობას და პროფესიულ წარმატებებს!
   P.S. წარმატებებს გისურვებთ მე-12 კლასელებო! წინ საატესტატო, შედეგ კი ერთიანი ეროვნული გამოცდები გელოდებათ.

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი -

ბეატრისა რუსია