ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია…
7 ოქტომბერს, მასწავლებლის კვირეულთან დაკავშირებით, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, პედაგოგებს შორის გაიმართა შეჯიბრი „მხიარული სტარტები“. ღონისძიება იყო მრავალფეროვანი და სახალისო... მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის 26 საჯარო და კერძო სკოლა.
პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნულ შეჯიბრში, პირველობისთვის იბრძოდა ორი გუნდი: „მერცხალი“ და „შევარდენი“. გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „მერცხალმა“.
ღონისძიების ყველა აქტიურ მონაწილეს გადაეცა სიგელი, გამარჯვებული გუნდი კი -გაემგზავრება ბათუმში, ასევე სპეციალური „იღბლიანი გათამაშება“ წილად ხვდა შუა ხორგის საჯარო სკოლას.
„მხიარულ სტარტებში“ გამოვლენილ იქნა უხუცესი პედაგოგები: მოკონა ქვარაია (1936 წ.), ღუღუნი მიქავა (1950 წ.), დოდო ახალაია (1957 წ.), რომანი მორგოშია (1950 წ.)
„ჩვენი მომავალი მასწავლებლის ხელშია“...
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მადლობას უხდის ყველა სკოლის პედაგოგს „მხიარულ სტარტებში“ აქტიური მონაწილეობისათვის.
იხ. ბმული:
ან:
ფოტო-მასალა: