2019-06-23

,,ყვავილების მეჯლისი 2019“

7 ივნისს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გურიფულის საჯარო სკოლის ეზოში, კონცერტი - „ყვავილების მეჯლისი 2019გაიმართა და ყვავილების თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები ქართული ხალხური ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე
იხ. ფოტო-მასალა:

2019-05-09

„ყველაზე ჭკვიანი 2019“

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სამშაბათს, 7 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში  „ყველაზე ჭკვიანი“  - „გაზაფხული 2019“.  თამაშში მონაწილეობდნენ  საჯარო და კერძო სკოლის კლასის მოსწავლეები: 

2018-06-27

კოლაჟი - ყვავილების მეჯლისი 2017 - 2018

კოლაჟი - ყვავილების მეჯლისი 2017 - 2018
იხ. ბმული: მეჯლისი 2017 - 2018
იხ. ვიდეო - ბმულები:

2018-06-09

,,ყვავილების მეჯლისი“

ივნისს, ჭადრების ხეივანში, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით  ჩატარადა ღონისძიება -
,,ყვავილების მეჯლისი“. ღონისძიებაში მოაწილეობდა  ხობის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო და კერძო სკოლა. სკოლებმა წარმოდგინეს: ქორეოგრაფიული  და მუსიკალური ნომრები, კომპოზიციები, შემოქმედებითი კუთხე.

2018-04-14

,,მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“


14 აპრილს, . ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური ღონისძიება - ,,ყველაზე ჭკვიანი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის 24 სკოლის პირველკლასელმა (26 მოსწავლე). ღონისძიების  მონაწილე მოსწავლეები გამოვლინდნენ კონკურსით.
,,ყველაზე ჭკვიანის გამარჯევბულია ქვემო ქვალონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე -
მ ა გ დ ა   გ ა ბ ე ლ ი ა; მეორე ადგილი მოიპოვა - გურამ კარტოზიამ (სკოლა ,,არეა“); მესამე ადგილი - ნატა გვასალიამ (ნოჯიხევის  N2 საჯარო სკოლა).

2018-01-14

საახალწლო კოლაჟი

გილოცავთ შობა - ახალ წელს და გისურვებთ, რომ 2018 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული, ღიმილიანი, ბედნიერი სახეები არ მოგვშლოდეს, შრომა შეგვყვარებოდეს, ერთმანეთის გვესმოდეს, რაც არ ვიცით - გვესწავლოს, ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა, სიყვარული არ მოგვბეზრებოდეს, გვეცხოვროს ღვარძლისა და შიშის გარეშე, თანადგომის, გულშემატკივრობის არ შეგვრცხვენოდეს, სხვისი შვილების სიყვარულით გავძლიერებულიყავით, მომავალი თაობა სწორად აღგვეზარდოს, პედაგოგობა მისაბაძი ყოფილიყოს, ერი გაძლიერებულიყოს, ჩვენი ტრადიციები შენარჩუნებულიყოს;

2017-12-30

მოლოცვა

ქალაქ ხობის რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ ბეატრისა რუსიას განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის, ბ-ნ  მიხეილ ჩხენკელის მოლოცვა.