გილოცავთ შობა - ახალ წელს და გისურვებთ, რომ 2018 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული, ღიმილიანი, ბედნიერი სახეები არ მოგვშლოდეს, შრომა შეგვყვარებოდეს, ერთმანეთის გვესმოდეს, რაც არ ვიცით - გვესწავლოს, ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა, სიყვარული არ მოგვბეზრებოდეს, გვეცხოვროს ღვარძლისა და შიშის გარეშე, თანადგომის, გულშემატკივრობის არ შეგვრცხვენოდეს, სხვისი შვილების სიყვარულით გავძლიერებულიყავით, მომავალი თაობა სწორად აღგვეზარდოს, პედაგოგობა მისაბაძი ყოფილიყოს, ერი გაძლიერებულიყოს, ჩვენი ტრადიციები შენარჩუნებულიყოს;
ქართული ჩოხა არ შერცხვენილიყოს;ქართული ცეკვა ფარ-ხმალით არ მოშლილიყოს;
ქართული სიმღერა მრავალჟამიერ გუგუნებდეს;
ქართველი ერი გამრავლებულიყოს, საძირკველი გამაგრებულიყოს;
ქართველი დედა მრავალშვილიანი ყოფილიყოს;
ქართული ჯიში არ გადაგვარებულიყოს;
ქართველი კაცი ომახიანად გუგუნებდეს;
ქართველი ქალი იავნანას ღიღინებდეს;
ქართველობა დღესასწაულობდეს;
იხაროს ჭერმა, ილოცოს ბერმა;
გაბრწყინებულიყოს ქართული ცა;
ქართული მზე;
ქართული მიწა;
ქართული ზღვა;
ქართული ჯიში;
ქართული სისხლი.
ქართული გადადიოდეს კაციდან კაცში
და მოდიოდეს სიმრავლე ერის,
სიმშვიდე ბერის;
ლოცვა - ქართველი კაცის და სიყვარული დიდი, რომელსაც გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა უნდა!!!
იხ. ბმული: საახალწლო კოლაჟი