2018-04-14

,,მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“


14 აპრილს, . ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური ღონისძიება - ,,ყველაზე ჭკვიანი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის 24 სკოლის პირველკლასელმა (26 მოსწავლე). ღონისძიების  მონაწილე მოსწავლეები გამოვლინდნენ კონკურსით.
,,ყველაზე ჭკვიანის გამარჯევბულია ქვემო ქვალონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე -
მ ა გ დ ა   გ ა ბ ე ლ ი ა; მეორე ადგილი მოიპოვა - გურამ კარტოზიამ (სკოლა ,,არეა“); მესამე ადგილი - ნატა გვასალიამ (ნოჯიხევის  N2 საჯარო სკოლა).

·         გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, საგანმანათლებლო ლიტერატურა და დიპლომები. თამაშის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი. სიგელებით დაჯილდოვდნენ, ასევე,  გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგები: დარეჯან ახალაია, თეა ბერაია, ეკა ლიპარტია. პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლის პედაგოგი ორიგინალური საჩუქრით დააჯილდოვა სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ - ლალი ჩიტაიამ.  

·         ღონისძიების მიზანი იყო: მოსწავლეთა მოტივაციისა და ზოგადი განათლების ამაღლება, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისება.

·         იხ. შედეგები სრულად:
·         თამაშის მეორე ტურში გადასვლა შეძლო 13-მა მოსწავლემ: მაგდა გაბელიამ,     ედემი ჭითანავამ, მარიამ ბუკიამ, ნატა გვასალიამ,  ვიკა ლაბაძემ, საბა ჭანტურიამ, მათე ჩიტაიამ, ანასტასია შონიამ, გიგა ხასიამ მათე წულაიამ, სოლომონ ქირიამ,  ბარბარე გაბელიამ,  გურამ კარტოზიამ.  
·         მესამე ტურში გადავიდა 9 მოსწავლე: მაგდა გაბელია, მარიამ ბუკია, ნატა გვასალია, საბა ჭანტურია, მათე ჩიტაია, ანასტასია შონია, გიგა ხასია, ბარბარე გაბელია,  გურამ კარტოზია.  
·         ფინალურ ტურში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი მოსწავლეები: მაგდა გაბელია, ნატა გვასალია, მათე ჩიტაია, ანასტასია შონია, ბარბარე გაბელია,  გურამ კარტოზია. 
·         გამოვლინდა 3 გამარჯვებული: 
მაგდა გაბელია - ადგილი;
გურამ კარტოზია -  II   ადგილი;
ნატა გვასალია -  III  ადგილი.

ღონისძიების ორგანიზატორი: ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის facebook- გვერდზე  (ალბომი - ,,მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“)

ფოტო - მასალა: