2017-12-05

მხიარული სტარტები - საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში

5 დეკემბერს, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, ფოთის რაიონული პროკურატურისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით პროექტსაზოგადოებრივი პროკურატურისფარგლებში სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტებიგაიმართა. შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პირველ, მეორე
და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ შეჯიბრებას ფოთის რაიონული პროკურორი ალექსანდრე კოდუა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრის რუსია ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება და მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა
იხ. ბმული:

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის facebook - გვერდზე