5 აპრილს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონი“ გაიმართა. ხობის „ეტალონი“ მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად, 25 საჯარო სკოლის 74 მოსწავლე იბრძოდა. თამაში საინტერესოდ და
დაძაბულად წარიმართა. „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
ირაკლი ჯანაშია გახდა, რომელიც, თბილისში გასამართ ფინალურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელი. ინტელექტუალურ კონკურსს, გულშემატკივრებთან ერთად, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო
გაბუნია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრის რუსია და
გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ. ეტალონის მთავარი მიზანი კვლავაც საქართველოს რეგიონებსა და
ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი
განათლების მიღების მოტივირებაა. პროექტ "საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის" ფარგლებში "ეტალონი" საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრება და
"ეტალონ მოსწავლეს" გამოავლენს.
იხ. ბმული:
ხობის მუნიციპალიტეტის
გამგეობის facebook- გვერდზე - „ეტალონი“
''ხობის ეტალონი მოსწავლე'' ინტერვიუ ეტალონთან
რესურსცენტრის უფროსის ბეატრისა რუსიას თქმით, ''ეტალონი'' მნიშვნელოვანია მოსწავლეების ცოდნის ამაღლებისთვის:
''ძალიან მნიშვნელოვანი და განაკუთრებული დღე იყო. სასიამოვნო და ცოცხალ შეჯიბრება ჩატარდა. სულ 25 სკოლა მონაწილეობდა. ''ეტალონი'' მნიშვნელოვანია მოსწავლეების ცოდნის ამაღლებისთვის, მათი აქტიურობისთვის. მომავალ თაობას სჭირდება მსგავსი ტიპის ინტელექტ-შეჯიბრებები. მოსწავლეების ცოდნის ამაღლებისთვის ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ყველაფერს აკეთებს.'' იხ. ბმული
- etaloni.ge