CENN,
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის. აღნიშნულ კონკურსებთან დაკავშირებით, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში,
25 აპრილს, გაიმართა შეხვედრა-ტრენინგი. საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან (კოორდინატორი - მაია კოდუა). ტრენინგზე დამსწრე პედაგოგებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კონკურსთან დაკავშირებით.