2017-04-25

კონფერენცია- „ადამიანი და ბუნება“

25 აპრილს, „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი კვირეულის  ფარგლებში, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „ადამიანი და ბუნება“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  სკოლის მოსწავლეებმა, რომლებაც წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები გარემოს დაცვის თემებზე.


გამოვლინდნენ გამარჯვებული სკოლები:
1.      სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა;
2.      სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლა;
3.      კერძო სკოლა - ,,არეა“
4.      სოფელ თორსის საჯარო სკოლა
გამარჯვებულებს გადაეცათ  სერთიფიკატები.
აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა პროექტის – „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.